პროექტი მიზნად ისახავს მასწავლებლების ციფრული და ტექნოლოგიური კომპეტენციების გაძლიერებას, ხელოვნური ინტელექტის თანამედროვე ინსტრუმენტების სასწავლო პროცესში ინტეგრირებასა და ინოვაციური საგანმანათლებლო რესურსების შექმნას.
ვორქშოპის ფარგლებში პედაგოგებმა შეიმუშავეს ინდივიდუალური ინტერაქტიული ასისტენტები, ქვიზები და ვირტუალური ლაბორატორიები, რომლებიც ეხმარება მოსწავლეებს სასწავლო მასალის უკეთ ათვისებასა და ჩართულობის ამაღლებაში.